განათლების მინისტრის მოადგილე - საუბარია ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად, PDF ფაილის ხელმისაწვდომობაზე, რაც არ ანაცვლებს ნაბეჭდ წიგნებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე მოსწავლეებისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების თაობაზე გამომცემლობებისთვის მიცემული დავალების შესახებ "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს და აცხადებს, რომ ელექტრონული რესურსების განვითარებაზე უწყებამ მუშაობა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, „ახალი სკოლის მოდელი“ გულისხმობს სკოლებში ტექნოლოგიების შეტანასა და მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობას.

ეკა დგებუაძის ინფორმაციით, ელექტრონული სახელმძღვანელოების პარალელურად, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს ნაბეჭდი ანუ მატერიალური სახით.

„პანდემიის პირობებში, მოგეხსენებათ, კიდევ უფრო გაძლიერდა მოთხოვნა იმაზე, რომ შეიქმნას კიდევ უფრო მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები. შესაბამისად, ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება გამომცემლებთან შეხვედრას და დავიწყეთ დიალოგი. ეს სამუშაო პროცესია და ჩვენ ამ შეხვედრებს ეტაპობრივად გავაგრძელებთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს ნაბეჭდი ანუ მატერიალური სახით. თუმცა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ რესურსები, გამომცემლებს ვესაუბრეთ და შევთავაზეთ, წარმოადგინონ წინადადებები, რა პირობით მოგვცემდნენ სამინისტროს უფლებას, რომ არსებული გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელთაც ვბეჭდავთ, არსებობდეს ელექტრონული - PDF ფაილის სახით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საუბარია ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად, PDF ფაილის ხელმისაწვდომობაზე, რაც არ ანაცვლებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს,“ - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

ცნობისთვის, განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად გამომცემლობებში განუცხადეს. მათი განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელზეც სწორედ ონლაინ სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა განიხილეს.

უფრო კონკრეტულად, როგორც "პალიტრა L-ის" დირექტორმა თიკო ასათიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, გამომცემლობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებისთვის კვლავ ონლაინ რესურსებით სწავლების გაგრძელება განიხილება. რაც შეეხება სხვა გამომცემლობებს, "დიოგენეს" ხელმძღვანელ თამარ ლებანიძის ინფორმაციით, გამომცემლობა მზადაა სწავლის დაწყებამდე მოსწავლისთვის ონლაინ რესურსის შექმნა მოასწროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა