არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოხდება.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დღის წესრიგში დგება ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი კარანტინში მყოფი პირების მიერ ხმის მიცემის უფლება, რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე - პირბადის გამოყენება იქნება ეს, ხელების დამუშავება თუ უსაფრთხოების სხვა ზომები.

„მოხდება „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტის ინიცირება, რომელიც დაფუძნებულია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე. დღეს ჩვენ გვქონდა 3-საათიანი სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობასთან და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან არჩევნების დროს კოვიდის ინფექციის და უსაფრთხოების საკითხებზე. განვიხილეთ ის თემები, რომელიც დგება დღის წესრიგში. მაგალითად, როგორ უნდა იყოს უზრულველყოფილი კარანტინში მყოფი პირების მიერ ხმის მიცემის უფლება, რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე - პირბადის გამოყენება, ხელების დამუშავება თუ უსაფრთხოების სხვა ზომები. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომელთა ასახვაც ჩვენ კანონმდებლობაში მოგვიწევს. ეს ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარებას. საწყის ეტაპზე გამოჩნდა თანამშრომლობის სურვილი და პრაქტიკულად ყველა მხარე იზიარებს ამ პრობლემებს და მისი გადაჭრის პრინციპებს. ჩვენ ამ რეგულაციებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ ჩვენი საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას, მის დაცულობას და ჩატარებას თავისუფალ გარემოში. ეს რეგულაციები იქნება იმდენად მინიმალური, რამდენადაც ის უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დაცვას და მეორე მხრივ, არ შეზღუდავს საარჩევნო უფლებების განხორციელებას. ამისთვის ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია, მთავრობა და ჩვენც, საქართველოს პარლამენტი მოვახდენთ ამის საკანონმდებლო უზრუნველყოფას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა