გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში ინვესტიციების წახალისების ხელშესაწყობად საბჭოს რეკომენდაციები განიხილეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობაზე, ენერგეტიკისა და განათლების სექტორებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინვესტორთა საბჭოს როლს კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით. აგრეთვე, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მუშაობს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, რაშიც ინვესტიციების მხარდაჭერა და საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში ინვესტიციების წახალისების ხელშესაწყობად საბჭოს რეკომენდაციები განიხილეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობაზე, ენერგეტიკისა და განათლების სექტორებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინვესტორთა საბჭოს როლს კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით. აგრეთვე, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მუშაობს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, რაშიც ინვესტიციების მხარდაჭერა და საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

იხილეთ ვიდეო

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა