მედიის ინფორმაციით, ენგურის ე.წ. საზღვრის გახსნის პირველ საათებში ოკუპირებულ აფხაზეთში 102 ადამიანი გადავიდა

პირველ რამდენიმე საათში, ენგურის ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 102 ადამიანი დაბრუნდა. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სასაზღვრო რაზმის მეთაურმა რუსტამ ლატიპოვმა განუცხადა.

აღნიშნული დე ფაქტო სამსახურის ცნობით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ბევრი აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება აქვს.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 22-დან 24 ივნისამდე ე.წ. ჰუმანიტარულ კორიდორს უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი პირებისა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების დასაბრუნებლად. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ენგურის ე.წ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გადასვლა შესაძლებელი იქნება 09:00-დან 19:00 საათამდე.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა