თეთრ სახლთან ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდების მცდელობა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა

თეთრ სახლთან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდების მცდელობა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქტივისტებმა ქანდაკებას თოკები მოაბეს და მის ჩამოგდებას ცდილობდნენ. მოგვიანებით ადგილზე პოლიციელები გამოჩნდნენ, რომლებმაც დემონსტრანტები წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალეს და ძეგლის ჩამოგდების საშუალება არ მისცეს.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან ძეგლის ჩამოგდების მცდელობას ვანდალიზმი უწოდა.

„უამრავი ადამიანი დააკავეს სამარცხვინო ვანდალიზმისთვის ვაშინგტონში, ენდრიუ ჯექსონის შესანიშნავ ძეგლთან. ფრთხილად იყავით! ძეგლთა დაცვის კანონი 10-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს“, – დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
თეთრ სახლთან ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდების მცდელობა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა

თეთრ სახლთან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდების მცდელობა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქტივისტებმა ქანდაკებას თოკები მოაბეს და მის ჩამოგდებას ცდილობდნენ. მოგვიანებით ადგილზე პოლიციელები გამოჩნდნენ, რომლებმაც დემონსტრანტები წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალეს და ძეგლის ჩამოგდების საშუალება არ მისცეს.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან ძეგლის ჩამოგდების მცდელობას ვანდალიზმი უწოდა.

„უამრავი ადამიანი დააკავეს სამარცხვინო ვანდალიზმისთვის ვაშინგტონში, ენდრიუ ჯექსონის შესანიშნავ ძეგლთან. ფრთხილად იყავით! ძეგლთა დაცვის კანონი 10-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს“, – დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025