საქალაქო სასამართლოში, სადაც გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს, დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს, დაცვის მხარის მოწმეები, სამართალდამცველები იკითხებიან. როგორც სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა მოწმემ, სამართალდამცველმა მერაბ ხანიშვილმა განაცხადა, როდესაც ბრალდებულ გიორგი რურუასთან საკანში ნივთების ამოსაღებად შევიდნენ, რურუა გაღიზიანდა, რის გამოც აგრესიული გახდა. ამასთან, ხანიშვილმა ადვოკატის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბრალდებულს არ მოუთხოვია, საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატიც ჩართულიყო.

„გიორგი რურუა აგრესიული გახდა. გამომძიებელმა განჩინება გააცნო, უთხრა, რომ მისი პირადი ნივთები უნდა ამოიღოს საკნიდან. არ ვიცი, რა გახდა მისი გაღიზიანების საფუძველი. პირდაპირ ხმამაღალი ყვირილი დაიწყო, რომ პირად ნივთებს არ მოგცემთ და გაეთრიეთ საკნიდანო", - განაცხადა მერაბ ხანიშვილმა.

როგორც სამართალდამცველმა აღნიშნა, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, საგამოძიებო მოქმედებებისთვის ბრალდებულთან საკანში სხვა გამომძიებელი შესულიყო.

„როდესაც აგრესიული იყო, გამომძიებელმა მთხოვა, რომ გამეკავებინა", - განაცხადა ხანიშვილმა.

მანამდე კი სხდომაზე ჩვენება მისცა სამართალდამცველმა კონსტანტინე გოლეთიანმა. ბრალდებულმა მოწმეს ჰკითხა, ახსოვს თუ არა მისი განცხადება, რომლის თანახმად მას „იარაღი ჩაუდეს და დნმ-უკანონოდ აუღეს".

„არ მახსოვს თქვენი ნათქვამი, რომ იარაღი ჩამიდესო, ასევე ისიც არ მახსოვს, რომ თქვით, დნმ უკანონოდ ამიღესო", - განაცხადა გოლეთიანმა.

თავის მხრივ ბრალდებულმა გიორგი რურუამ სხდომაზე აღნიშნა, რომ გამომძიებლები საკანაში პროცედურული დარღვევებით შევიდნენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საქალაქო სასამართლოში, სადაც გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს, დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს, დაცვის მხარის მოწმეები, სამართალდამცველები იკითხებიან. როგორც სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა მოწმემ, სამართალდამცველმა მერაბ ხანიშვილმა განაცხადა, როდესაც ბრალდებულ გიორგი რურუასთან საკანში ნივთების ამოსაღებად შევიდნენ, რურუა გაღიზიანდა, რის გამოც აგრესიული გახდა. ამასთან, ხანიშვილმა ადვოკატის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბრალდებულს არ მოუთხოვია, საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატიც ჩართულიყო.

„გიორგი რურუა აგრესიული გახდა. გამომძიებელმა განჩინება გააცნო, უთხრა, რომ მისი პირადი ნივთები უნდა ამოიღოს საკნიდან. არ ვიცი, რა გახდა მისი გაღიზიანების საფუძველი. პირდაპირ ხმამაღალი ყვირილი დაიწყო, რომ პირად ნივთებს არ მოგცემთ და გაეთრიეთ საკნიდანო", - განაცხადა მერაბ ხანიშვილმა.

როგორც სამართალდამცველმა აღნიშნა, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, საგამოძიებო მოქმედებებისთვის ბრალდებულთან საკანში სხვა გამომძიებელი შესულიყო.

„როდესაც აგრესიული იყო, გამომძიებელმა მთხოვა, რომ გამეკავებინა", - განაცხადა ხანიშვილმა.

მანამდე კი სხდომაზე ჩვენება მისცა სამართალდამცველმა კონსტანტინე გოლეთიანმა. ბრალდებულმა მოწმეს ჰკითხა, ახსოვს თუ არა მისი განცხადება, რომლის თანახმად მას „იარაღი ჩაუდეს და დნმ-უკანონოდ აუღეს".

„არ მახსოვს თქვენი ნათქვამი, რომ იარაღი ჩამიდესო, ასევე ისიც არ მახსოვს, რომ თქვით, დნმ უკანონოდ ამიღესო", - განაცხადა გოლეთიანმა.

თავის მხრივ ბრალდებულმა გიორგი რურუამ სხდომაზე აღნიშნა, რომ გამომძიებლები საკანაში პროცედურული დარღვევებით შევიდნენ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო