IDFI-ის ინფორმაციით, 3 ივნისის მდგომარეობით, მმართველ პარტიას უკვე მიღებული აქვს 4,7 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2020 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, მმართველ პარტიას უკვე მიღებული აქვს 4,7 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება.

IDFI-ის განმარტებით, პოლიტიკური შემოწირულებები ხშირად კორუფციის რისკის შემცველია. მათი თქმით, კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, შესაძლოა იგებდნენ დიდი რაოდენობის ტენდერებს და ამ გზით უკან იბრუნებდნენ გაცემულ თანხებს, ან სარგებლობდნენ სხვა სახის შეღავათებითა თუ პრივილეგიებით.

„საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიის მიერ ფიზიკური პირისგან ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოწირულებები არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან კი - 120,000 ლარს. თუმცა კომპანიები ხშირად სხვადასხვა გზებით გვერდს უვლიან კანონით დადგენილ ლიმიტებს და მმართველ პარტიას იმაზე ბევრად მეტით აფინანსებენ, ვიდრე ეს დაშვებულია.

შემოწირულებების კუთხით კორუფციულ რისკების შემცველია სახელმწიფო შესყიდვები. კერძოდ კი, შემთხვევები, როცა კომპანიები ან მათი დამფუძნებლები თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას, რის შემდეგაც იგებენ მსხვილ ტენდერებს. განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევები, როცა ასეთ კომპანიებთან ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით ხდება სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება,“- ნათქვამია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია აუდიტის სამსახურმა გააძლიეროს მონიტორინგის ფუნქცია, დროულად გამოავლინოს შესაძლო დარღვევების ფაქტები, მოითხოვოს შესაბამისი დასაბუთებები და დააკისროს ჯარიმა დამრღვევ სუბიექტებს.

„IDFI-ის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური დაფინანსების კუთხით ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ როგორც წესი, დარღვევები გამოიხატება კანონით დადგენილი მოთხოვნებისათვის თავის არიდებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქმედება შესაძლოა ფორმალურად შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს, თუმცა რეალურად ეწინააღმდეგებოდეს კანონის მიზნებს.

წინამდებარე კვლევის შედეგად, გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური დაინტერესდეს როგორც ს.ს აკურას შესყიდვების ეფექტიანობით, ასევე RMG Gold-ის თანამშრომლების მიერ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერებით,“- ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

იხილეთ ვიდეო:IDFI-ის ინფორმაციით, 3 ივნისის მდგომარეობით, მმართველ პარტიას უკვე მიღებული აქვს 4,7 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა