"კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულების  პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. როგორც საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი აცხადებს, პროკურატურა ბრალდებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

"განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა 6 ადამიანი. ერთი კი უკვე მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, მას პატიმრობა შეფარდებული აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. სამი ბრალდებული კი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. მათ მიმართაც ვითხოვთ პატიმრობას და გამოცხადდება ძებნა. ლ.დ. ისევე, როგორც 9 ბრალდებული, ჩართული იყო ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში და უკანონოდ აკისრებდნენ მოქალაქეებს თანხების გადახდას. ელმირა წულაიას მიმართ არ არის ბრალი წარდგენილი, სწორედ ლ.დ. არის დაკავშირებული ქურდულ სამყაროსთან და ელმირა წულაიასთან. ამ ეტაპზე არ არის წულაიას მიმართ ბრალის წარდგენისთვის საკმარისი მტკიცებულება", - განაცხადა მუკბანიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და აჭარის რეგიონში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა