ნინო ლომჯარია - თუ გიგი უგულავას საქმე სტრასბურგში წავა, დიდი ალბათობით, ის უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევას დაადგენს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლიური ანგარიში წარადგინა, ომბუდსმენმა დეპუტატების კითხვის საპასუხოდ ე.წ. პოლიტპატიმრების საქმეებზე ისაუბრა.

ლომჯარიას განცხადებით, თუ გიგი უგულავას საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში, დიდი ალბათობით, სტრასბურგი გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევას დაადგენს.

„არ შეიძლება პროკურორი, რომელმაც გაასაჩივრა ადამიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი უზენაეს სასამართლოში, შემდგომში ამ ადამიანს დახვდეს, როგორც გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს იყო სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა გიგი უგულავას მიმართ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მის მიმართ ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა პოლიტიკურ კონტექსტში და მას შემდეგ, რაც საქართველოში პოლიტიკურად დაიძაბა ვითარება, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნები, რატომ შეიძლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ქვეყნის მხარდამჭერები განიხილავდნენ მას, როგორც პოტენციურად პოლიტიკურ პატიმარს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს, ომბუდსმენის შეფასებით, წარდგენილი ბრალი არ არის სწორი, რადგან „საქმეში არ დევს შემადგენელი კრიტერიუმები და გარემოებები, რაც შექმნიდა ფულის გათეთრების დანაშაულს“.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენმა შეისწავლა ნიკა გვარამის ბრალი თანხების გაფლანგვასთან დაკაშირებით. მისი თქმით, „საერთოდ არ აქვს ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულს და გარემოებები, რაზეც აქვს ბრალი წარდგენილი, არის არა სისხლის სამართლის შესაწავლის საგანი, არამედ სამოქალაქო დავის საგანი უნდა იყოს“.

ომბუდსმენი გამოეხმაურა გიორგი რურუას ბრალდების საქმესაც და განაცხადა, რომ კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ საქმის მასალებში არ დევს ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა პირის მიერ იარაღის ქონას.

„მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები. არ გვაქვს დამოუკიდებელი მოწმის ჩვენებები, ვინც დაადასტურებდა, რომ იარაღი ნამდვილად იპოვეს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს