ოთარ კახიძე - ცირკზე, როცა პოლიტიკური "კლოუნები" საუბრობენ, სასაცილოა

ცირკზე, როცა პოლიტიკური "კლოუნები" საუბრობენ საერთოდ სასაცილოა, - ასე პასუხობს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების დღევანდელ განცხადებებს.

როგორც ოთარ კახიძე ამბობს, "ევროპული საქართველო" კვლავ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა, გახარიას ანგარიშს დაესწრება რადგან ვერ მისცემენ "ფუფუნებას, რომ არ მოისმინოს ის კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს მის მიმართ, პირველ რიგში მის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების თვალების გამოთხრაზე."

"თვალები გამოთხარეს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აპროტესტებდნენ "ქართული ოცნების" მიერ გავრილოვის ჩამოყვანას და ამ დარბაზში დასმას, ამ პასუხისმგებლობას იგი ვერ გაექცევა. ამავე დროს, გახარია იკავებს პრემიერ- მინისტრის თანამდებობას, თუმცა, ეს არის ფორმალური პოზიცია, რადგან სინამდვილეში ის არის ივანიშვილის თანაშემწე, გადაწყვეტილების მიმღები ის არ გახლავთ, მაგრამ ივანიშვილის გუნდის სხვა წევრებთან ერთად ის არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკაზე, რამაც ჭაობში ჩაძირა ეს ქვეყანა ეკონომიკურად. ის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი არის დაბალი, ის, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის კვლავ მთავარი გამოწვევები ჩვენი ქვეყნის, ეს არის გახარიას და ივანიშვილის სხვა მარიონეტების პასუხისმგებლობა და დამსახურება", - განაცხადა კახიძემ.

ოთარ კახიძის განცხადებით, გახარია ვერასდროს ჩამოირეცხავს სირცხვილს, რომელიც 20 ივნისს და ია კერზაიას საქმეს უკავშირდება.

"მე არ ვიცი, ისინი სად ზომავენ ამ რეიტინგებს, ცირკზე, როცა პოლიტიკური "კლოუნები" საუბრობენ საერთოდ სასაცილოა. ისინი საკუთარ თავსაც კი არ სცემენ პატივს და ივანიშვილის ყველა დაკვეთას ასრულებენ. რაც შეეხება გახარიას, ის ვერასდროს ჩამოირეცხავს იმ სირცხვილს, რომელიც მას აკისრია. გააფრთხილეს პირდაპირ მშვიდობიანი მომიტინგეები, ჩვენი ხელწერა არ არის რეზინის ტყვიების გამოყენებაო და შემდგომ დაუშინეს თვალებში და დათხარეს თვალები მშვიდობიან მომიტინგეებს და შემდგომ დათხარეს თვალები ასევე თქვენს კოლეგებს. არც ერთი პირი პასუხისგებაში არ არის მიცემული, არც სამართლებრივად დასჯილა ვინმე და პასუხისმგებლობაც კი არ აიღო მან თვალების დათხრაზე. ამას ზემოდან ემატება ია კერზაიას საქმე, როცა გახარიას მენეჯმენტით ჩატარებულ ეგზეკუციებს შეეწირა სკოლის დირექტორი, ამ ქვეყნის სანაქებო მოქალაქე, ქალბატონი ია კერზაია და ესეც არის გახარიას სირცხვილი და გახარია თუ რეიტინგული ფიგურაა, არსებობს ასეთი გამოთქმა: კუნტებში ერთი ფორთხავდა და მორბენალი ერქვაო, ეს ანდაზა არსებობს - შეიძლება "ქართული ოცნების" ფონზე არის რეიტინგული, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ამის გამო შემოვდივართ დარბაზში, ჩვენ შემოვდივართ იმიტომ, რომ ის კითხვები დავსვათ, რომელიც აქვს საზოგადოებას", - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია მხოლოდ მაშინ ესწრება სხდომებს, როცა ხელისუფლების რეიტინგულ ლიდერს სურთ ზიანი მიაყენონ.

ხოლო გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "ძალიან კარგია თუ ოპოზიცია დაესწრება პრემიერ-მინისტრის ანგარიშს და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს."

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა