ოთარ კახიძე - გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე კონსენსუსი არ გაფორმდება, ნორმალიზაცია არ მოხდება, რაზეც პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი და არა ჩვენ

გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე კონსენსუსი არ გაფორმდება, ნორმალიზაცია არ მოხდება და ამაზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი და არა ჩვენ , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩი შეთანხმების სწორედ ორივე ნაწილის შესრულებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ამერიკის ელჩმა მიუთითა, რომ 8 მარტის შეთანხმების ორი ნაწილი უნდა შესრულდეს, ერთი ნაწილი არის კონსტიტუციური ცვლილებები და ალბათ, ხვდებით, რომელია მეორე ნაწილი. შესაბამისად ჩვენ თუკი შეთანხმდება, ამ შეთანხმების ერთი ნაწილი შესრულდება და გათავისუფლდება გიორგი რურუა, მხარს დავუჭერთ მეორე ნაწილს და გაფორმდება კონსენსუსი საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ. გათავისუფლების გარეშე კონსენსუსი არ გაფორმდება, ნორმალიზაცია არ მოხდება და ამაზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი და არა ჩვენ, რადგან ჩვენ ვიცავთ 8 მარტის შეთანხმებას", - განაცხადა კახიძემ.

ცნობისათვის, აშშ- ის ელჩმა საქართველოში, განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა და ეს ნამდვილად დიდი წარმატება იყო.

"ახლა ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს,"- აცხადებს კელი დეგნანი.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს