ეკატერინე ტიკარაძე - კომიტეტში შეხვედრის მთავარი საკითხი იყო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ იანვრის თვეში დავიწყეთ

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მხარეებმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავებაზე ისაუბრეს. როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მუშავდება ახალი, მოცულობითი კანონპროექტი, რომელიც 5-10 წლის მანძილზე ფარმაცევტული მიმართულებით ქვეყნის მთავარი სტრატეგია იქნება.

„დღეს კომიტეტში შეხვედრის მთავარი საკითხი იყო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ იანვრის თვეში დავიწყეთ. იცით, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში უსაფრთხო წამლის შემოტანა უზრუნველვყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ფასთა რეგულაციები. დღეს სამუშაო შეხვედრა გვქონდა, სადაც გარკვეული საკვანძო დეტალები განვიხილეთ, მუშაობას განაგრძობენ როგორც რეგულირების სააგენტო, ასევე ჯანდაცვის კომიტეტი. ამ პროცესში მეც სრულად ვიქნები ჩართული. ჩვენ უნდა გავწეროთ გლობალური კანონპროექტი, რომელიც იქნება ქვეყნის სტრატეგია შემდგომი 5-10 წლის მანძილზე. ეს კანონპროექტი ჯერ არ არის შემოტანილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ამჟამად მოქმედი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონი მოძველებულია და არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. შესაბამისად, ხუნდაძის თქმით, საჭიროა მისი განახლება. მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირებამდე, ფართო განხილვის საგანი იქნება.

„შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო წინასწარ დაგეგმილი თემა, რომელზეც ჩვენ თვეზე მეტია ვმუშაობთ - ეს არის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონი, რომელიც 2009 წელს არის მიღებული და მას შემდეგ ის არ განახლებულა. ეს კანონი დღეს უკვე მოძველებულია და გამოწვევებს ვერ პასუხობს. მთავარი მიზანია, რომ ჩვენ მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი მიზანი და რომ ის იყოს ხელმისაწვდომი როგორც გეოგრაფიულად, ასევე ფინანსურადაც. ეს ძალიან მსხვილი პაკეტია. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ ექსპერტებთან, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ექსპერტთან. ვამზადებთ ამ კანონპროექტს ინიცირებისთვის, მაგრამ სანამ პარლამენტის წინაშე წარდგება, ის იქნება ფართო განხილვის საგანი. ის ახლა მუშა პროცესშია და მინისტრთან პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა