რუსლან აბაშიძე ხონის დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ხონში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად კულტურის ცენტრის და საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობები დაათვალიერა.

“რუსლან აბაშიძე და ლადო ჯურხაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით რამდენიმე მნიშვნელოვანი სამომავლო ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის კულტურის ცენტრის განვითარების მიმართულებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ხონის დევნილთა დასახლებაში კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკას წიგნები და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ნახატი გადასცა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანოს უფროსი ბესიკ ჭანტურია, სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაჩანა ბასილაია იმყოფებოდნენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა