საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით წარდგება.

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია, პარლამენტში პრემიერის მიერ ანგარიშის წარდგენას დაესწრება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ორჯერ წარსდგა - 27 მაისს პრემიერმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა, 29 მაისს კი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?