ყაჩაღობაში ბრალდებულებს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბათუმის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით და ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 22 სექტემბერს, ქ. ბათუმში თ.ე.-მ, მ.ე.-მ და ა.ხ.-მ მოტყუებით, ჯგუფურად შეაღწიეს ო.ყ.-ს საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხნენ დაზარალებულს, რა დროსაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ ო.ყ.-ს კუთვნილ თანხას, სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულს დიდი ოდენობით, 35 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. სამართალდამცველებმა თ.ე. და მ.ე. 2019 წლის 25 სექტემბერს ქ.ბათუმში, ხოლო ა.ხ. 2019 წლის 27 ოქტომბერს, ქ. თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ყაჩაღობაში ბრალდებულებს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბათუმის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით და ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 22 სექტემბერს, ქ. ბათუმში თ.ე.-მ, მ.ე.-მ და ა.ხ.-მ მოტყუებით, ჯგუფურად შეაღწიეს ო.ყ.-ს საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხნენ დაზარალებულს, რა დროსაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ ო.ყ.-ს კუთვნილ თანხას, სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულს დიდი ოდენობით, 35 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. სამართალდამცველებმა თ.ე. და მ.ე. 2019 წლის 25 სექტემბერს ქ.ბათუმში, ხოლო ა.ხ. 2019 წლის 27 ოქტომბერს, ქ. თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია