ვახუშტი მენაბდე - არსებობს კონკრეტული ვადები, როდესაც სახელმწიფომ გაეროს რეკომენდაციები უნდა შეასრულოს

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოში ორი ანგარიში წარადგინეს. როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ანგარიშები მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციურ პრობლემებსა და სისხლის სამართლის სფეროში არსებულ ისეთ გამოწვევებს შეეხება, როგორიცაა კლანური მმართველობა სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი და საპროკურორო საბჭოების, გენერალურ პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ მოწყობა და მათი პრობლემურ უფლებამოსილებები, ასევე საგამოძიებო სისტემის პროკურატურისგან გამიჯვნის პრობლემა და სხვ.

ორივე ანგარიშს თან ახლავს რეკომენდაციები, რომელიც ამ პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.

„არსებობს კონკრეტული ვადები, როდესაც გაეროს რეკომენდაციები უნდა შეასრულოს სახელმწიფომ. როდესაც მიიღებს რეკომენდაციებს, აქედან რაღაც ნაწილი უნდა გაიზიაროს. შემდგომ 4 წლიან ციკლში აუცილებლად უნდა აჩვენოს პროგრესი და წარმოადგინოს ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა მიღებული რეკომენდაციების შესასრულებლად. ვსაუბრობთ იმაზეც, რომ წინა პერიოდში აღებული ვალდებულებების რაღაც ნაწილი არ შესრულდა, მაგალითად, მართლმსაჯულების დეპოლიტიზირების მიმართულებით. ეს საკითხები მუდმივად აქტუალურია, მათ უმრავლესობაზე სახელმწიფოს ისედაც ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ გადადგამდა კონკრეტულ ნაბიჯებს და ყველა ამ ანგარიშში შესული პრობლემა ადამიანის უფლებებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია,” - განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს