სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახელმწიფო საზღვრებს გარეთ დარჩენილ მოქალაქეებს ვერავითარ დახმარებას ვერ სთავაზობს

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის გადადების საკითხს უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს უამრავი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო საზღვრებს გარეთ დარჩენილ მოქალაქეებს ვერავითარ დახმარებას ვერ სთავაზობს.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რეალურად, სიბნელეში აცეცებს ხელს დღევანდელი ხელისუფლება, რაც შეეხება პანდემიას და პანდემიასთნ დაკავშირებით ეკონომიკური პროცესების მართვას იმიტომ, რომ პირველ რიგში, ჩვენი უამრავი თანამოქალაქე არის დარჩენილი სხვადასხვა ქვეყანაში და ვერ ბრუნდება სამშობლოში. მათ არანაირ დახმარებას არ სთავაზობს სახელმწიფო. ბევრ ადამიანს იმედი ჰქონდა, რომ პირველ ივლისს ჩამოვიდოდა, მაგრამ ახლა ესეც შეუძლებელი გახდა. ამ დროს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მათთვის არავითარი შეთავაზება არ არის", - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს