S&P Global Platts - საქართველოში იმედოვნებენ, რომ გაიმეორებენ რუმინეთის წარმატებას შავ  ზღვაში გაზის საბადოების კვლევის მიმართულებით

OMV Petrom გეგმავს კიდევ უფრო გააქტიურდეს შავ ზღვაში საქართველოს ოფშორულ ზონაში საქმიანობის დაწყებით, - მსოფლიოში ეკონომიკური სიახლეების ერთ-ერთმა წამყვანმა საინფორმაციო - ანალიტიკურმა პორტალმა S&P Global Platts გამოაქვეყნა ინფორმაცია უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანიის OMV PETROM S.A. მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შესახებ.

სტატიის თანახმად, OMV-მა მოიპოვა შავი ზღვის II ბლოკზე ლიცენზია, რომელიც 5,282 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ამ ეტაპზე, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა შავი ზღვის აუზში, სადაც ნახშირწყალბადების ძებნა - ძიება არ მიმდინარეობს.

„საქართველოში იმედოვნებენ, რომ მომავალი წლების განმავლობაში გაზრდიან გაზის მოპოვებას, რათა შეამცირონ იმპორტზე დამოკიდებულება, გაიმეორებენ რუმინეთის წარმატებას შავ ზღვაში გაზის საბადოების კვლევის მიმართულებით“, - ნათქვამია სტატიაში.

OMV Petrom რუმინეთის ყველაზე დიდი და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი ნავთობისა და გაზის კომპანია. 2012 წელს OMV PETROM-მა, ExxonMobil-თან ერთად, რუმინეთში, შავი ზღვის საძიებო ბლოკ Neptun-ზე აღმოაჩინა გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი საბადო DOMINO -1.

ავსტრიის უმსხვილესი ნავთობკომპანია OMV ნავთობის ძებნა ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ზღვაზე და ახლო აღმოსავლეთში. OMV ნავთობგადამამუშავებელ საქმიანობას ძირითადად აწარმოებს ავსტრიაში გერმანიაში და რუმინეთში. გადამუშავებული პროდუქციის მოცულობამ 2019 წელს 24,9 მლნ ტონა შეადგინა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო