ჰონგ-კონგში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა

ჰონგ-კონგში გამართულ მორიგ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. მანამდე უსაფრთხოების ახალი კანონის გასაპროტესტებლად მშვიდობიან მსვლელობაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.

მიუხედავად იმისა, რომ „მდუმარე აქცია“ იყო დაგეგმილი, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მისამართით მაინც ისმოდა სხვადასხვა შეძახილები, შემდგომ კი აქციაზე ჩხუბი ატყდა, რა დროსაც პოლიციამ დემონსტრანტების ნაწილის დასამორჩილებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჰონგ-კონგის პოლიციამ „ფეისბუქის“ საშუალებით განაცხადა, რომ 53 ადამიანი დააკავეს და ბრალი წაუყენეს. მათივე ცნობით, მანამდე პროტესტის მონაწილეებმა ქუჩების გადაკეტვა სცადეს.

შეგახსენებთ, 28 მაისს ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგისთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების ახალი კანონი დაამტკიცა. კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ახალი კანონი, სავარაუდოდ, ჰონგ-კონგის უნიკალური სტატუსის დასასრულს მოასწავებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო