ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ რეფერენდუმში ხმის მიცემის ძირითადი დღის დაწყებამდე მოქალაქეებს მიმართა. როგორც პუტინმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ცვლილებებს მკაფიო სამართლებრივ ნორმებში, არამედ ჩვენ ხმას ვაძლევთ ქვეყნისთვის, რომელშიც გვინდა ვიცხოვროთ, თანამედროვე განათლებითა და ჯანდაცვით, მოქალაქეების საიმედო სოციალური დაცვით, ეფექტური ხელისუფლებით, პასუხისმგებლიანი საზოგადოებით. ჩვენ ხმას ვაძლევთ ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ვმუშაობთ და რომელიც გვსურს ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადავცეთ“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, მხარდაჭერის შემთხვევაში, მთავარ კანონში ცვლილებები გაამყარებს ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორც უმაღლეს, უპირობო კონსტიტუციურ გარანტიებს.

„სტაბილურობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ადამიანების ღირსეული ცხოვრება ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ მხოლოდ განვითარებით, მხოლოდ ერთად და მხოლოდ ჩვენ თვითონ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს პოზიციას, ეს არის ნათელი, უცვლელი და აბსოლუტურად მყარი: კონსტიტუციის განახლებული ტექსტი, ყველა შემოთავაზებული ცვლილება, ძალაში შედის მხოლოდ თქვენი თანხმობით, თქვენი მხარდაჭერით. 1-ელ ივლისს ხმის მიცემის ძირითადი დღეა. გთხოვთ ძვირფასო მეგობრებო, რომ თქვათ თქვენი სიტყვა. თითოეული თქვენგანის ხმა ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარია“, - აღნიშნა პუტინმა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჯანდაცვითი ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რუსეთში ხმის მიცემის პროცესი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და პუტინმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი.

1-ელ ივლისს რეფერენდუმის მთავარი დღეა. ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში მთელი რიგი ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. ცვლილებები უკვე დაამტკიცეს პარლამენტმა და უზენაესმა სასამართლომ, თუმცა მათ ძალაში შესვლამდე საერთო სახალხო კენჭისყრაა საჭირო. პრეზიდენტს რეფერენდუმის თარიღად 22 აპრილი ჰქონდა არჩეული, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაგეგმილი რეფერენდუმი გადადო.

როგორც ცნობილია, ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.

იხილეთ ვიდეო: რუსეთის პრეზიდენტმა მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ რეფერნდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო