ენტონი ფაუჩი - ჩინეთში ახლად გამოვლენილი "ღორის გრიპი" ყურადღებას საჭიროებს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჩინეთში ახლად გამოვლენილი "ღორის გრიპი" ყურადღების მიქცევას საჭიროებს.

„ ჯერ კიდევ არ არის დაფიქსირებული, რომ ის ადამიანს აინფიცირებს, მაგრამ როგორც ჩვენ ამას ვუწოდებთ, მას გენეტიკური გადარჩევის შესაძლებლობა აქვს“, - აღნიშნა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ როდესაც ვირუსის რამდენიმე სხვადასხვა შტამი აინფიცირებს ერთსა და იმავე მასპინძელს, მაგალითად ღორს, შეუძლიათ გენეტიკური ინფორმაციის გაცვლა.

„როდესაც ისინი ერთმანეთში აირევიან, მათ შემადგენლობაში შედის რამდენიმე ელემენტი, რითაც ის შესაძლოა, ადამიანებში მგრძნობიარე გახდეს. ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ "ღორის გრიპის" დაავადების აფეთქება მოხდეს, როგორც ეს 2009 წელს გვქონდა“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ცნობისთვის, BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ვირუსი, რომელსაც პანდემიის განვითარების პოტენციალი აქვს.

მეცნიერების ინფორმაციით, ვირუსის მატარებელი ღორები არიან, თუმცა ვირუსს შეუძლია, ადამიანის დაინფიცირებაც.

მკვლევარები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო