რუსეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ რეფერენდუმში ხმის მიცემის პროცედურა დღეს სრულდება

რუსეთში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე საყოველთაო კენჭისყრის პროცესი სრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება. რაც შეეხება ხმის მიცემის ონლაინ პროცესს, ის გუშინ, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დამთავრდა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჯანდაცვითი ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რუსეთში ხმის მიცემის პროცესი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. 1-ელ ივლისს რეფერენდუმის მთავარი დღეა.

ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში მთელი რიგი ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. ცვლილებები უკვე დაამტკიცეს პარლამენტმა და უზენაესმა სასამართლომ, თუმცა მათ ძალაში შესვლამდე საერთო სახალხო კენჭისყრაა საჭირო. პრეზიდენტს რეფერენდუმის თარიღად 22 აპრილი ჰქონდა არჩეული, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაგეგმილი რეფერენდუმი გადადო. როგორც ცნობილია, ცვლილებები ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის თანამდებობაზე 2036 წლამდე ყოფნის შესაძლებლობას აძლევს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს