გიორგი კანდელაკი - ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ვიზეარი“ ქუთაისში საკუთარ ბაზას ხურავს, მომავალში, როცა ფრენები აღდგება, „ვიზეარის“ ფრენები რაღაც რაოდენობით იქნება, მაგრამ ეს ცუდი სიგნალია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქუთაისში „ვიზეარის“ ბაზის დახურვა ცუდი სიგნალი იქნება, რომელზეც გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებამ მოახდინა. „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს მთავრობას, აღადგინოს ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან მაინც, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასებულია, როგორც კარგი ან ძალიან კარგი.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი ალბათობით ქუთაისში საკუთარ ბაზას ხურავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“. მომავალში, როცა ფრენები აღდგება, „ვიზეარის“ ფრენები რაღაც რაოდენობით მაინც იქნება, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი, რომელზეც პირდაპირ გავლენა მოახდინა მთავრობის მცდარმა და საზიანო გადაწყვეტილებამ, რომ არ გაეხსნა რეგულარული ფრენები ევროკავშირთან, ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, სადაც არის კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ეს გადაწყვეტილება მთავრობის გაუგებარი და ბრიყვულია მით უფრო, როცა ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში და ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, ევროკავშირში შევიდნენ კარანტინის გარეშე. უამრავი ადამიანი - მძღოლი, გიდი, მიმტანი, სასტუმროს და ბინის მფლობელი, დამლაგებელი, მარნის მფლობელი და ა.შ, უამრავი ადამიანი, ვინც იმედის თვალით შეჰყურებდა 1 ივლისიდან ფრენების გახსნას, მთავრობამ დატოვა შანსის გარეშე, რომ თუნდაც სიმბოლური შემოსავალი მიიღოს ტურიზმიდან. მდგომაროება არის მით უფრო საგანგაშო, ჩვენი ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს, რომ რეგულარული ფრენები არ აღდგეს არც აგვისტოში, რაც იქნება გამანადგურებელი დარტყმა ამ ადამიანების, რომლებიც უბრალოდ დგანან ფინანსური და ეკონომიკური კატასტროფის წინაშე“, - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტში არსებულ ბაზას ხურავს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს