„მზადება ზაფხულისთვის“  (R)

International Energy Agency-ის მიხედვით, შენობებში მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 20% გაგრილებაზე იხარჯება. ზოგად სურათს თუ შევხედავთ, გლობალურად გამოყენებული ელექტროენერგიის 10% გამაგრილებელ საშუალებებზე მოდის.

2018 წლისთვის, მსოფლიოში, დაახლოებით, 1.6 მილიარდი კონდიციონერი იყო გამოყენებაში. იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კორეაში, საშუალოდ, მოსახლეობის 90%-ს აქვს სახლში გამაგრილებელი საშუალება. შემდეგ ადგილზე დგას საუდის არაბეთი და ჩინეთი, სადაც იგივე მაჩვენებელი 60%-ის ფარგლებშია. მეორეს მხრივ, იმ 2.8 მილიარდი ადამიანიდან, რომლებიც დედამიწის ყველაზე ცხელ ადგილებში ცხოვრობენ, მხოლოდ 8%-ს აქვს კონდიციონერი. ასეთი დაუბალანსებელი მოთხოვნა წნეხის ქვეშ ამყოფებს გლობალურ ელექტრო სისტემას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საგრძნობლად აბინძურებს გარემოს. განსაკუთრებით კრიტიკული ფაზა დგება მაშინ, როცა წლის განმავლობაში, მოთხოვნა პიკში შედის.

გაგრილების საშუალებებისთვის ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა მიზნისთვის. მაგალითისთვის, 1990 წლიდან 2016 წლამდე შუალედში, აღნიშნული მოთხოვნა 3-ზე მეტჯერ გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ გლობალურ დათბობასთან ერთად, მოხმარება დრამატულად გაიზრდება და შემდეგი 3 დეკადის განმავლობაში, კონდიციონერი გახდება ელექტროენერგიის მოხმარების ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ამ პროგნოზს ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის რაოდენობა სტაბილურად იზრდება და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა ძლიერდება.

აქედან გამომდინარე, ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია ენერგიის წარმოებასთან დაკავშირებულ დებატებში. ნავარაუდევია, რომ 2050 წლისთვის, მოთხოვნა გასამმაგდება და მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2/3-ს ექნება კონდიციონერი. სრული რაოდენობის ნახევარი კი ჩინეთში, ინდოეთში და ინდონეზიაში იქნება განთავსებული, ანუ ამ ეტაპზე განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც გეოგრაფიულად ცხელი რეგიონებიცაა. მაგალითისთვის, პროგნოზის მიხედვით, ინდოეთში გამაგრილებელი საშუალების მოთხოვნა და ხელმისაწვდომობა არსებული 10%-დან 45%-მდე გაიზრდება.

ამაზე დაყრდნობით, IEA მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტიცია გაკეთდეს ენერგოეფექტური გამაგრილებელი საშუალებების შექმნისთვის. მზის ენერგიის გამოყენება ამ შემთხვევაში არ არის საკმარისად ეფექტიანი, რადგან ქვეყნების უმრავლესობაში, გაგრილების საჭიროება მზის ჩასვლის შემდეგაც არის.

კონდიციონერის ეფექტურობის რეიტინგი დგინდება იმაზე დაყრდნობით, თუ რა შეფარდებაა მოხმარებულ ელექტრო ენერგიასა და სიცხის ჰაერიდან მოშორებას შორის. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო ეფექტურია მოწყობილობა. ეფექტურობის რეიტინგი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, რადგან ის კლიმატზეც არის დამოკიდებული.

ეფექტური კონდიცირების აპარატების შექმნის და მასიურად გამოყენების შემთხვევაში, IEA-ს გათვლით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 45%-ით შემცირდება. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გარემოს გაფრთხილებისთვის.

კონდიციონერების შეძენა შეგიძლიათ: www.saga.ge-ზე

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით