გრიგოლ გეგელია - ივანიშვილმა საქართველო პრორუსული ორბიტის ტყვეობაში ჩააგდო

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალენის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას არა ქვეყნის, არამედ პირადი ინტერესებისთვის იყენებს. მისი შეფასებით, სახელმწიფო დღეს არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ პრორუსული ორბიტის ტყვეობაშიც იმყოფება, რომელსაც „პუტინის ამფსონი ივანიშვილი“ მართავს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური ეშელონების ყურადღება კვლავ საქართველოს ეთმობა. ფაქტობრივად, დღე არ გადის ისე, რომ საქართველოზე და ივანიშვილის რეჟიმზე განცხადება არ მოვისმინოთ. მალენისგან ჩვენ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის მონა და მან სახელმწიფო წაიყვანა არასწორი მიმართულებით, სრული იზოლაციისა და გათიშვისაკენ. სახელმწიფო დღეს იმყოფება არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ პრორუსული ორბიტის ტყვეობაშიც, რომელსაც პუტინის ამფსონი ივანიშვილი მართავს თავისი და არა სახელმწიფო ინტერესებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ჩააგდო სამარცხვინო მდგომარეობაში, როგორც შინ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. პირველად ისტორიაში ქვეყნის მმართველი ჯგუფი პირდაპირ მოიხსენიება, როგორც პუტინის მოკავშირე და ამფსონი, რაც განუზომელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და განვითარების პერსპექტივას,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ, რომლის განცხადებასაც „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, გამოცემა “The Hill”-ში გამოქვეყნებულ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველი და ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია