19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ დადებითად აფასებს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ რჩება საკითხები, რომელთა გათვალისწინება არსებითად მნიშვნელოვანია

საარჩევნო კანონმდებლობის მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა დადებითად აფასებს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს. თუმცა, აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში კვლავ რჩება საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიული და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

„საარჩევნო დავები - საჭიროა პირდაპირ განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა.

წინასაარჩევნო აგიტაციაში არაუფლებამოსილ პირთა მონაწილეობის შეზღუდვა - მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნო კანონმდებლობამ ზუსტად განსაზღვროს, რომ სააგიტაციო პროცესი მოიცავს წინასაარჩევნო მოწოდებების გავრცელებას მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით;

ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი. პროექტით გათვალისწინებული მექანიზმები არ არის საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და აუცილებელია: (1) სააგიტაციო მასალის განთავსების შეზღუდვის დისტანციის გაზრდა 100 მ.-მდე, (2) იმავე რადიუსში ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის ყოფნის აკრძალვა.

ამასთან, მიგვაჩნია რომ არსებობს საკითხები, რომელზე მუშაობაც მყისიერად უნდა დაიწყოს, კერძოდ:

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი - მიუკერძოებლობის, ობიექტურობისა და კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების არსებული „შერეული წესი“, გამოირიცხოს პოლიტიკური პარტიების მიერ კომისიის წევრთა დანიშვნის შესაძლებლობა და ადმინისტრაცია დაკომპლექტდეს სრულად პროფესიული ნიშნით არჩეული წევრებით. ამასთან, მიზანშეწონილად მივიჩნევთ საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობის შემცირებას და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სავალდებულო სერტიფიცირებას შესაბამისი სასწავლო მოდულის მიხედვით.

ქალთა პოლიტიკური უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება - ამ მიზნით საჭიროდ მიგვაჩნია, გენდერული კვოტის, როგორც დროებითი და საჭირო მექანიზმის მხარდაჭერა, თუმცა, არა შეთავაზებული 25%-იანი ნიშნულით, არამედ − 50%-იანი წარმომადგენლობის ვალდებულების გათვალისწინებით პარტიულ სიებში;

მიგვაჩნია რომ ზემოთ აღნიშნული საკითხების გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მთლიანობაში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციებია: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ლიბერალური აკადემია თბილისი“, „საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების ცენტრი“, „საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“, „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“, „ახალგაზრდული ალტერნატივა“, ასოციაცია და რადიო „მწვანე ტალღა“.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა