არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა

ჩვენი ქვეყნის მთავარი მიღწევა არის, რომ ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში, სამწუხაროდ, ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიის ექსპერტების მონაწილეობით, არჩევნების საკითხზე გამართულ ონლაინშეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო რეფორმები დასრულებულია, მთავარ ამოცანად რჩება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, სადაც უსაფრთოებაც იქნება დაცული.

“ჩვენ ვნახეთ, რომ მთავარი პარტნიორი აშშ, ასევე ევროკავშირი მიესალმა საკანონმდებლობო ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო კოდექსს, ისევე როგორც მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც ჩვენ მივიღეთ საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით და ქვეყანა პრაქტიკულად, გადავიდა არსებითად პროპორციულ სისტემაზე. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთავარი მიღწევა არის, რომ ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში, სამწუხაროდ, ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა. შემიძლია ჩამოგითვალოთ კონკრეტული მაგალითები, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში იყო სასურველი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა ხელისუფლებებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს. ეს არის მაგალითად, რა თქმა უნდა, არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, პარტიების დაფინანსების ახალ, სამართლიან სისტემაზე გადასვლაც, ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა არჩევნებში და პოლიტიკაში.

რაც შეეხება თავად პროცესს, გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საქართველო აძლიერებს საკუთარ დემოკრატიას და რასაკვირველია, მომავალშიც განვაგრძობთ დემოკრატიის გაძლიერების კუთხით ნაბიჯების გადადგმას, იქნება ეს საკანონმდებლო რეფორმები, თუ ინსტიტუციონალური. ამ მომენტში, როდესაც საკანონმდებლო რეფორმები დასრულებულია, მთავარ ამოცანად რჩება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, სადაც უსაფრთოებაც იქნება დაცული”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა