რომან გოცირიძე - პროცესს დავაკვირებით, რომ ხელისუფლებამ პანდემიის მომიზეზებით პრობლემა არ შექმნას როგორც საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, პანდემიამ მნიშვნელოვანი ბერკეტები ჩაუგდო ხელში ხელისუფლებას და დააკვირდებიან, რომ “ხელისუფლებამ კვლავ არ გამოიყენოს ნაცადი ხერხი და პანდემიის მომიზეზებით პრობლემა არ შექმნას როგორც საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს”.

გოცირიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი გაუმჯობესებულიყო, პირიქით - გაუარესდა და კვლავ დარჩა ის მექანიზმები, რომლითაც ხელისუფლება ახდენდა არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას.

“პანდემიამ მნიშვნელოვანი ბერკეტები ჩაუგდო ხელში ხელისუფლებას, დღემდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით მინიჭებული უფლებები და მათ შეუძლიათ ეს გამოიყენონ წინასაარჩევნოდ. ჩვენ დავაკვირებით ამ პროცესს, რომ ხელისუფლებამ კვლავ არ გამოიყენოს ნაცადი ხერხი და პანდემიის მომიზეზებით პრობლემა არ შექმნას როგორც საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. მრავალი შეზღუდვა მოქმედებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არჩევნებისა და პანდემიის საკითხზე ნებისმიერი გადაწყვეტილება და გაასმაგებული ყურადღეებაა საჭირო, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების და მთელი საზოგადოების, რომ ხელისუფლებამ დამატებითი ბერკეტები კვლავ ბოროტად არ გამოიყენოს. ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი გაუმჯობესებულიყო, პირიქით, გაუარესდა. კვლავ დარჩა ის მექანიზმები, რომლითაც ხელისუფლება ახდენდა არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას, როგორიცაა ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება, კომისიების “ოცნების” წევრებით დაკომპლექტება, გაუარესდა რამდენიმე ისეთი ნორმა, რომელიც ჯობდა წინა კოდექსში. ელჩების განცხადებებში ნათლად დავინახეთ, რომ ეს კოდექსი არ არის კონსენსუსით მიღებული და კვლავ არის დარჩენილი არჩევნების არასამართლიანად და გაუმჭვირვალედ ჩატარების მექანიზმები”,- განაცხადა გოცირიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“