თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია - კვახჭირის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვახჭირის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისა და მშენებელი კომპანიების მიერ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ასევე, დღეს მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა გამართა დაგეგმილი შეხვედრა გაერთიანებული წყალმომარაგებისა და მშენებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთა მიერ მიმდინარე კვირაში ადგილზე მოხდება წყალმომარაგების სისტემაში ყველა დარჩენილი ხარვეზის დეტალური შესწავლა.

"კვახჭირში წყლის სისტემის მოსაწყობად 2017-2018 წლებში 300 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შპს "ლ და კ“-მ და „ჯორჯიან პლასტიკმა“ აწარმოა და წყალი 520-მა ოჯახმა მიიღო.

მიმდინარე წელს რამდენიმე უბანში მოხდა წყლის მიწოდების შეფერხება, რის გამოც მერიის სამსახურების, ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისა და მშენებელი კომპანიის მიერ უკვე თვეზე მეტია, მიმდინარეობს პროფილაქტიკური სამუშაოები ხარვეზების დადგენისა და აღმოფხვრის მიზნით.

მიუხედავად სამუშაოების მიმდინარეობისა, დღეს კვახჭირის მოსახლეობის ნაწილმა წყლის მოთხოვნით აქცია გამართა. სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აქცია იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და ემსახურებოდა მოსახლეობის ერთმანეთთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაპირისპირებას.

ამასთან, აქციას ორგანიზებას უწევდა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე. იმისათვის, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" არ გახდეს მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების და საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობის მონაწილე, ვთხოვთ საზოგადოების თავმჯდომარეს შეისწავლოს დღევანდელი აქციის საკითხი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საკითხის მოგვარებისათვის",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში