საფრანგეთის ახალი პრემიერი - კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა კიდევ ერთ საყოველთაო კარანტინს ვერ გადავიტანთ

კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა კიდევ ერთ საყოველთაო და აბსოლუტურ კარანტინს ვერ გადავიტანთ, - ამის შესახებ საფრანგეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.

„მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ისეთი საყოველთაო კარანტინი, როგორიც მარტში გვქონდა, არ გვექნება, ვინაიდან კიდევ ერთ საყოველთაო და აბსოლუტურ კარანტინს ვერც ეკონომიკური და ვერც სოციალური თვალსაზრისით გადავიტანთ,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მომავალში კორონავირუსთან დაკავშირებით ნებისმიერი ღონისძიება ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით იქნება გატარებული.

შეგახსენებთ, საფრანგეთის მთავრობის წინა შემადგენლობის მიერ ქვეყანაში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თითქმის რვა კვირას გაგრძელდა და შეზღუდვების მოხსნის პროცესი 11 მაისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 168 810 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 29 933 ადამიანი.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
22.09.2025 / 09:13
საფრანგეთის ახალი პრემიერი - კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა კიდევ ერთ საყოველთაო კარანტინს ვერ გადავიტანთ

კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა კიდევ ერთ საყოველთაო და აბსოლუტურ კარანტინს ვერ გადავიტანთ, - ამის შესახებ საფრანგეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.

„მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ისეთი საყოველთაო კარანტინი, როგორიც მარტში გვქონდა, არ გვექნება, ვინაიდან კიდევ ერთ საყოველთაო და აბსოლუტურ კარანტინს ვერც ეკონომიკური და ვერც სოციალური თვალსაზრისით გადავიტანთ,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მომავალში კორონავირუსთან დაკავშირებით ნებისმიერი ღონისძიება ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით იქნება გატარებული.

შეგახსენებთ, საფრანგეთის მთავრობის წინა შემადგენლობის მიერ ქვეყანაში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თითქმის რვა კვირას გაგრძელდა და შეზღუდვების მოხსნის პროცესი 11 მაისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 168 810 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 29 933 ადამიანი.

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია