თამარ ჩუგოშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე - როგორც ჩანს, ის ტექსტი, რაც იყო დაინიცირებული, დამძიმებულია - ეს საგულისხმო სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი საგულისხმო სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვისაც, რადგან “ეს აღარ არის უბრალოდ განცხადებები”. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული დოკუმენტი, სავარაუდოდ, სექტემბერში განიხილება და მისი მიღება რეალურია. დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ თემას სერიოზულად უნდა შეხედოს.

“როგორც ჩანს, ის ტექსტი, რაც იყო დაინიცირებული, არის დამძიმებული. ამ კანონპროექტის განხილვები ალბათ იქნება სექტემბერში. ჩემი მოლოდინია, რომ ჩანაწერი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ იქნება მხარდაჭერილი. საგულისხმო სიგნალი უნდა იყოს ეს ხელისუფლებისთვისაც და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვისაც, რადგან ტექსტები, რომელიც აქამდე გვესმოდა, იყო მხოლოდ განცხადებებში, პოსტებში ან ტვიტებში, ახლა გადადის უკვე ამერიკის კანონმდებლობაში. ეს აღარ არის უბრალოდ განცხადებები. საქართველოსთან დაკავშირებით ჩანაწერი კეთდება ამერიკაში ორ ძირითად აქტში, ერთ თავდაცვის საკითხს შეეხება, მეორე - საქართველოსთვის გამოყოფილ თანხას. ორივეგან ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად მსგავსი პირობები. ამიტომ ჯობია, ხელისუფლებამ იმ გზავნილებს, რასაც ისინი უშვებენ ხოლმე, შეცვალონ და ამ თემას სერიოზულად შეხედონ”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა. დოკუმენტში აღნიშნულია, საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პრეცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს