ჯანმო-მ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი მითითებები გამოაქვეყნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი მითითებები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესაძლებლობაზე და ხაზგასმულია, რომ ამ მოსაზრების დამტკიცებისთვის გამოკვლევები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს.

ჯანმო-ს ახალ გაიდლაინებში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ მოხსენებაში საუბარია დახურულ სივრცეში ვირუსის ჰაერის გზით გადაცემის შესაძლებლობაზე, მაგალითად სიმღერის გუნდის რეპეტიციის დროს, რესტორნებსა და ფიტნეს კლუბებში ყოფნის დროს.

„აუცილებელია ასეთი მაგალითების გამოკვლევა სასწრაფოდ მოხდეს,“- აღნიშნულია ჯანმო-ს მიერ გამოქვეყნებულ გაიდლაინებში.

ორგანიზაცია ადამიანებს ურჩევს, სოციალური დისტანცირების წესის დაცვასთან ერთად თავიდან აიცილონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, უზრუნველყონ შენობების კარგად განიავება და გამოიყენონ პირბადეები ყოველთვის, როცა ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

შეგახსნებთ, ორი დღის წინ 32 ქვეყნის 239-მა მეცნიერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვირუსის იმ ნაწილაკებმა, რომელიც ჰაერში მოძრაობს, შესაძლოა, დააინფიციროს ადამიანები, რომლებიც ამ ჰაერს ჩაისუნთქავენ. ისინი ჯანმო-ს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცემული მითითებების განახლებისკენ მოუწოდებდნენ.

იხილეთ ვიდეო:ჯანმო-მ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი მითითებები გამოაქვეყნა

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა