ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის თანახმად, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყობა განათების ქსელი, ბილიკები, დაიგება კენჭის ხალიჩის, ასევე, კაუჩუკის მონოლითური საფარი დრენაჟის ფუნქციით. სკვერში დაირგვება სხვადასხვა სახის მცენარე და ბალახი.

რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„კეთილმოწყობილი და გამწვანებული დასასვენებელი სივრცეების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. ამიტომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს, სკვერი უკვე 14 მისამართზე განვაახლეთ და მოვაწყვეთ. ამჟამად, კიდევ სამი დასასვენებელი სივრცის პროექტი მიმდინარეობს. მათ შორის, არის ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალი. აღნიშნულ ზოლში არსებული სკვერისგან ფაქტობრივად, არაფერი იყო დარჩენილი. ჩვენი პროექტის შედეგად კი, ადგილობრივებს შეეძლებათ დასვენება ლამაზ და კეთილმოწყობილ გარემოში“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 300 000-მდე ლარს შეადგენს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში