დავით ზალკალიანი - ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებს აღებული ვალდებულების შესრულებას და საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, საფრთხე არ ემუქრება.

მისი თქმით, ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული პოლიციის ატაშეების ქსელის ზრდა ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში.

„ეს ანგარიში არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებით. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული მოქალაქეების უკანონო მიგრაციისა და ასევე, დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთისთვის. ასევე, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მოხვდა ნაყოფიერი თანამშრომლობა „ფონსტექსთან“, ასევე წარმატებულია საქართველოს თანამშრომლობა ევროპოლთან, ამასთანავე, პოზიტიურად არის შეფასებული პოლიციის ატაშეების ქსელის ზრდა ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში“,- აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, ევროკომისია ასევე დადებითად აფასებს პანდემიის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს.

„რაც ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ევროკომისია უაღრესად დადებითად აფასებს Covid-19-ის კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ქმედით ღონისძიებებს, მათ შორის, საზღვრის ჩაკეტვასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ასევე, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და აღნიშნულია, რომ 13 ათას მოქალაქეზე მეტი დაბრუნდა ორგანიზებულად და ეტაპობრივად სამშობლოში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა