მეუფე შიო - ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ პატრიარქია

პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიოს განცხადებით, კათოლიკოს -პატრიარქის, ილია მეორის წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიის მოვლენისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა. ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლოცვა აღავლინა. მეუფე შიომ მრევლს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვა გადასცა.

“თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გახლავთ. მისი სამოციქულო მოღვაწეობა ჩანს ყოველ წელს და დღეს, რაოდენ უხვი და მადლმოსილია, თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი და დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა”,- განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ მოციქულების პეტრესა და პავლეს ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა ქრისტიანი ქრისტიანულ დამოკიდებულებას უნდა ავლენდეს და მხოლოდ მატერიალურ მოხვეჭაზე არ უნდა ფიქრობდეს.

“ვალდებულები ვართ, სამოციქულო ღვაწლი აღვასრულოთ. ყოველი ქრისტიანი უნდა ავლენდეს ახლებურ ქრისტიანულ დამოკიდებულებას ღმერთისადმი, ადამიანებისადმი. არ უნდა ავლენდეს მხოლოდ მიწიერ მიდრეკილებებს, მატერიალური მოხვეჭისკენ ლტოლვას და მხოლოდ მიწიურ პრაგმატიზმს, ეს არაა ქრისტიანული. არამედ უნდა ავლენდეს ქრისტიანულ თვისებებს, რომელთა შორისაც უპირატესი თავგანწირული სიყვარულია. თუ ჩვენ გვაქვს ასეთი სიყვარული, როგორც დიდ მოციქულებს ჰქონდათ, მაშინ შევძლებთ ეს გამოვავლინოთ, მაგრამ თუ გულში არ გვაქვს, მაშინ ვერც გამოვავლენთ ამას ვერასდროს და ჩვენი საქმიანაობა იქნება ისეთი, როგორც ამბობს უფალი: ვაი თქვენ, ფარისეველნო, ორგულნო”,- განაცხადა მეუფე შიომ.

იხილეთ ვიდეო:ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ პატრიარქია - მეუფე შიო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს