შსს-ში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი გამოკითხეს

შსს-ში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით დაბარებული ერთი პირის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც მისმა ადვოკატმა მუხრან ღურცკაიამ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დღეს დაიკითხა იქიდან გამომდინარე, რომ მომხდარის ღამეს გადაადგილდებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩხუბი მოხდა.

"იცით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორი ადამიანი დაიკითხა. დღეს დაიკითხა მესამე, რომელიც მათთან ერთად მანქანაში იჯდა. მიაწოდა გამოძიებას დეტალური ინფორმაცია. იმიტომ დაიკითხა, რომ გადაადგილდებოდნენ იმ ტერიტორიაზე, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ეს ჩხუბი ხდება, მაგრამ მათ ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღიათ",- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მათ გამოძიებას გასცეს პასუხები და დააფიქსირეს, რომ შაქარაშვილს არ იცნობდნენ.

"გამოძიებას ჰქონდა კითხვები, იქ ხომ არ უნახავთ ვინმე, ან ჩხუბს ხომ არ შესწრებიან, გიორგი შაქარაშვილი ხომ არ გარბოდა, იცნობდნენ თუ არა საერთოდ გიორგი შაქარაშვილს და ჩვენ გავეცით პასუხი, რომ გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდნენ",- აღნიშნა მან.

ადვოკატის თქმით, პირი, რომელიც დღეს დაიკითხა, განსაკუთრებულ ინფორმაციას არ ფლობს. მისივე განცხადებით, მის ტელეფონზე ზარებია განხორციელებული.

"მეტ ინფორმაციას განსაკუთრებულს არაფერს არ ფლობს, ერთადერთი ის იყო, რომ გარკვეული ზარები იყო მის ტელეფონზე განხორციელებული იმ ადამიანების მხრიდან, ვინც იქ იმყოფებოდნენ",-განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, საქმე არ ეხება მორაგბეებს. ადვოკატი ამბობს, რომ უცნობია აღნიშნულ საქმეში მონაწილე რომელმა პირმა დაურეკა მის დაცვის ქვეშ მყოფს.

"მორაგბეებს არ ეხებათ ეს საქმე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არცერთი არ არის მორაგბე. საქმეში მონაწილე, რომელმა პირმა დაურეკა, ჩვენთვის უცნობია, ამოიღებენ ტელეფონიდან გამავალ და შემავალ ზარებს,სადაც უფრო დეტალურად იქნება ინფორმაცია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არც ჩხუბში იყვნენ და არც მონაწილეობდნენ. არც იქ ყოფილან და არცერთ მხარეს არ იცნობდნენ",- განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურცკაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა