ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დისტანციური სასამართლოს პროცესში ფუნდამენტური უფლებების დარღვევა არ გამოვლენილა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დისტანციური სასამართლოს პროცესში ფუნდამენტური უფლებების დარღვევა არ გამოვლენილა.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ დისტანციური სასამართლოს პროცესში ტექნიკური ხასიათის ხარვეზები ყოფილიყო, თუმცა მათი მყისიერად გამოსწორება ხდებოდა.

“საყოველთაოდ ცნობილია, რომ პანდემია აღმოჩნდა ყველასთვის, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ყველა სხვა დემოკრატიული ქვეყნებისთვის, გამოწვევა. არავინ არ ელოდა ასეთ მასშტაბს. არავინ ელოდა, რომ სასამართლო პროცესების დისტანციური ჩატარების საკითხი დადგებოდა. სწორედ იმ მიზნით, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, მიიღო სასამართლო სისტემამ გადაწყვეტილება, რომ ადამიანის უფლებები არ დარღვეულიყო, ყოფილიყო დაცული და მომხდარიყო დისტანციური წარმართვა. შესაძლებელია, ყოფილიყო ტექნიკური ხასიათის ხარვეზი და გამოწვევა, კი ბატონო, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ეს საკითხები მყისიერად სწორდებოდა და რაიმე ფუნდამენტური უფლებების დარღვევა არ დაფიქსირებულა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ვინმეზე განხორციელდა ზეწოლა, მოწმეზე და ა.შ. ეს არის დანაშაული და ამასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეტყობინება სამართალდამცავი ორგანოებისთვის”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების განხორცილებულმა მონიტორინგმა არაერთი არსებითი ხასიათის პრობლემა წარმოაჩინა, რომელიც დისტანციურ სხდომებს სდევდა თან.

“დისტანციური წესით ჩატარებული სხდომები მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილშიც. სხდომებზე ბრალდებულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის არ არსებობდა ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობა”,- აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა