სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მის უწყებას პროცესის ერთ-ერთმა მონაწილემ მიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მის უწყებას პროცესში ჩართულმა პირმა მიმართა. მისი თქმით, საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მოგვმართა პროცესის ერთ-ერთმა მონაწილემ. დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. თქვენ იცით, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ერთ და ორ კვირაში გამოძიება ვერ და არ სრულდება ობიექტური მიზეზების გამო. თუმცა ვმუშაობთ და როგორც კი შემაჯამებელი სურათი დაიხატება, მოგაწოდებთ ინფორმაციას”,- განაცხადა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

იხილეთ ვიდეო:სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მის უწყებას პროცესის ერთ-ერთმა მონაწილემ მიმართა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს