კახა ბექაური - დროებითი მმართველის დანიშვნა სასამართლოს კონტროლს ითვალისწინებს

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, კახა ბექაურის განცხადებით, არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ კომისიას სასამართლოს გარეშე შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, სამივე შემთხვევაში, რომელიც კანონპროექტის ბოლო ვერსიაში დარჩა, დროებითი მმართველის დანიშვნა სასამართლოს კონტროლს ითვალისწინებს.

"არის ორი განსხვავებული მექანიზმი. კერძოდ, თავისუფალ დაშვებასა და სატარიფო რეგულირების შეუსრულებლობაზე კომისია მიმართავს სასამართლოს და სასამართლო ნიშნავს დროებით მმართველს, ხოლო კონცენტრაციის საკითზე, როცა წილის გასხვისება ან აქტივების გასხვისება ან შერწყმა ხდება, კომისია ნიშნავს, მაგრამ კომისიის დანიშნული დროებითი მმართველის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში და სასამართლო ვალდებულია სამი დღის განმავლობაში ან შეაჩეროს კომისიის გადაწყვეტილება დროებითი მმართველის დანიშვნაზე ან ძალაში დატოვოს. სამივე ეს შემთხვევა გადის სასამართლო კონტროლს, უბრალოდ, განახვავებული მექანიზმებია, რადგან ეს სამი საკითხი შინაარსობრივად განსხვავებულია. ბოლო ორი, რაც თავისუფალ დაშვებას და სატარიფო რეგულაციის დარღვევას ეხება, არის მოქმედი კომპანიების ბიზნესსაქმიანობის დროს შესაძლო დარღვევები, ხოლო პირველი საკითხი, როცა წილის გასხვისება ან აქტივების გასხვისება ან შერწყმა ხდება, ეს ბიზნესსაქმიანობა არ არის, ეს არის ბიზნესაქმიანობის დასაწყისი, როცა ახალი ინვესტორი შედის, ამიტომაც არის განსხვავებული მექანიზმები, თუმცა ორივე მექანიზმს გააჩნია სასამართლოს კონტროლი,“ - განაცხადა ბექაურმა.

კანონპროექტი, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცა.

იხილეთ ვიდეო:კახა ბექაურის თქმით, დროებითი მმართველის დანიშვნა სასამართლოს კონტროლს ითვალისწინებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა