თამარ გაბუნია - სოლიდარობის კვლევაში ჩასართავად, ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტები არ არიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, საქართველოში მედიკამენტები ჩამოვიდა, თუმცა, ეს წამლები პროტოკოლიდან უკვე ამოიღეს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტები, რომლებიც სოლიდარობის კვლევაში ჩაერთვებოდნენ, არ არიან.

„სოლიდარობის კვლევასთან დაკავშირებით, გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მედიკამენტები ჩამოვიდა ქვეყანაში 3 ჯგუფისთვის, მაგრამ მოხდა ისე, რომ ის მედიკამენტები, რომელიც ჩამოვიდა, უკვე კვლევის პროტოკოლიდან გაქრა. გარკვეული დალაგება სჭირდება ამ სიტუაციას, ვიდრე რეალურად გაეშვება სოლიდარობის კვლევა პაციენტის დონეზე. საბედნიეროდ, ჩვენ დღეს მძიმე პაციენტები, რომლებიც სოლიდარობის კვლევაში ჩაერთვებოდნენ, არ გვყავს. ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევარები ჩამოყალიბდებიან იმ პროტოკოლზე, რითიც ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამას გავიზიარებთ. რა თქმა უნდა, წამალი არის, მაგრამ კვლევაში აქტიური პაციენტები ჩართულები არ არიან“, - განაცხადა გაბუნიამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა