სომხეთი მეწამორის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით აზერბაიჯანის განცხადებას დანაშაულად აფასებს

სომხეთის ოფიციალურ პირებს აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შესაძლო განხორციელება არასდროს უხსენებიათ, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარის განცხადება, მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით, დანაშაულია.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის ოფიციალურ პირებს აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის განხორციელება არასდროს უხსენებიათ. ჩვენი დიპლომატები და პოლიტიკოსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე მუშაობენ. ამ სახის განცხადებები დანაშაულია,“- განაცხადა ოვანისიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში მათ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე საპასუხო იერიშის მიტანა შეუძლიათ. „სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენი არმიის უახლესი სარაკეტო კომპლექსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშუალებას იძლევა, ხოლო ეს კი სომხეთისთვის დიდ კატასტროფას გამოიწვევს“, - განაცხადა ვაგიფ დარგიახლიმ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

სომხეთი მეწამორის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით აზერბაიჯანის განცხადებას დანაშაულად აფასებს

სომხეთის ოფიციალურ პირებს აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შესაძლო განხორციელება არასდროს უხსენებიათ, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარის განცხადება, მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით, დანაშაულია.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის ოფიციალურ პირებს აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის განხორციელება არასდროს უხსენებიათ. ჩვენი დიპლომატები და პოლიტიკოსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე მუშაობენ. ამ სახის განცხადებები დანაშაულია,“- განაცხადა ოვანისიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში მათ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე საპასუხო იერიშის მიტანა შეუძლიათ. „სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენი არმიის უახლესი სარაკეტო კომპლექსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშუალებას იძლევა, ხოლო ეს კი სომხეთისთვის დიდ კატასტროფას გამოიწვევს“, - განაცხადა ვაგიფ დარგიახლიმ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი