როგორ გავიგოთ, როდისაა ლუდი 100%-ით ცივი? - ინოვაცია „ნატახტარისგან“

ლუდის გემოს აღქმისთვის მისი ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია. ამბობენ, რომ ლუდისთვის იდეალური ტემპერატურა 4-6 გრადუსია. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, გავიგოთ როდის მიაღწია ლუდის ტემპერატურამ სასურველ დონეს. ამიტომ, ამ ზაფხულს „ნატახტარის“ ეტიკეტზე თერმოქრომული ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ თერმომეტრის ნიშანს აღმოაჩენთ.

თერმომეტრი სიცივეზე მგრძნობიარეა და მისი დახმარებით მომხმარებელი მარტივად მიხვდება, როდის არის ლუდი იდეალურად ჩაცივებული. როცა თერმომეტრი ლურჯ ფერს იღებს, ეს ნიშნავს, რომ ლუდი იდეალურად ცივია, ანუ 4-6 გრადუსს აღწევს. ქართული ლუდის ბაზრზე „ნატახტარი“ პირველია, რომელიც თერმოქრომულ ეტიკეტს იყენებს.

„ჩვენ ვუსმენთ მომხმარებელს გულისყურით, რათა გავიგოთ რა სჭირდება მას. ეს არის ჩვენი მიდგომა. არა მხოლოდ ვუსმენთ, არამედ წინასწარგანვჭრეტთ იმ საჭიროებებს, რაც მას გააჩნია. ამ ზაფხულს ჩვენს მომხმარებლებს გაგრილება და ჩაცივებული ლუდი სჭირდებათ. ჩვენ კი დავეხმარეთ ლუდის მოყვარულებს, „ნატახტარი“ სწორ ტემპერატურაზე მოიხმარონ და მისი გემო სრულყოფილად შეიგრძნონ. ამასთან, ეს დამატებითი ფუნქცია უფრო სახალისოს ხდის ლუდის დალევის რიტუალს.

წელს ყველასთვის რთული წელია და ვფიქრობ, ბრენდებმა უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ იმაზე ფიქრს, თუ რას არგებენ ისინი მომხმარებელს. დღესდღეობით, ტექნოლოგია და ინოვაცია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მეტად არის ინტეგრირებული ყველა სექტორში, და რატომ არ უნდა ყოფილიყო ლუდში? ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას ჩვენი მომხმარებლების ზრუნვისთვის, რაც ჩვენი კომპანიის კულტურის ნაწილია. ელოდეთ სიახლეებს! - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი ანა ქარჩავა.

(R)

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო