ავსტრიის ელჩი - მნიშვნელოვანია, საქართველოში გაგრძელდეს განათლების პროცესი, რადგან განათლებული ადამიანი არ ექცევა „ფეიკ ნიუსების“ გავლენის ქვეშ

ვფიქრობ, ძალიან ბევრი „ფეიკ ნიუსია“ მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რჩება მჭიდრო თანამშრომლობაში იმ ქვეყნებთან და იმ ორგანიზაციებთან, როგორიც არის ევროკავშირი და ნატო, რომლებსაც თავისი პოლიტიკა ფაქტებზე აქვთ დაფუძნებული,- ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს 2012 წლიდან მოყოლებული, გამოხატული აქვს სამხრეთოსური ღამურებისადმი ინტერესი.

ელჩის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაგრძელდეს განათლების პროცესი, რადგან მისი თქმით, განათლებული ადამიანი არ ექცევა „ფეიკ ნიუსების“ გავლენის ქვეშ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაგრძელდეს განათლების პროცესი, რადგან განათლებული ადამიანი არ ექცევა „ფეიკ ნიუსის“ გავლენის ქვეშ. ამ კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით ძალიან ცოტა რამ ვიცი, მაგრამ, ზოგადად, ირგვლივ ძალიან ბევრი „ფეიკ ნიუსია“ და ეს ხშირ შემთხვევაში განზრახ კეთდება იმისთვის, რომ ის ადამიანები გააღიზიანოს, ვინც ვერ ხედავს რეალობასა და მიზეზს ამ ცრუ ინფორმაციების მიღმა,“- განაცხადა არად ბენკომ.

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზებზე საუბრობს. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „რესი“ იუწყება.

„1973 წელს დაბადებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლებს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მისი გადასვლის მთავარი ინტერესი იყო ღამურების კოლონა, რომლებიც სოფლებში - არცევსა და ღრომში მდებარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა