რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, საავადმყოფოში ამჟამად 25 პაციენტია განთავსებული, რომელთაგან 5 კოვიდინფიცირებულია.
მისივე თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ გარდა კოვიდინფიცირებული პაციენტებისა, სხვა პაციენტების მიღებაც დაიწყო.
„ახლა გვყავს 25 პაციენტი, აქედან 5 არის კოვიდინფიცირებული. ყველას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მძიმე პაციენტი ამ დროისთვის არ გვყავს. 1 კვირის განმავლობაში ჩვენ უკვე ორმაგ რეჟიმში ვმუშაობთ, ვიღებთ სომატურ პაციენტებს, გაიხსნა „ემერჯენსი“ და დღეში დაახლოებით 30-35 პაციენტს უკვე ვიღებთ. ტარდება ქირურგიული ოპერაციები და ეტაპობრივად ჩვენს ჩვეულ რიტმში შევდივართ,“ - განაცხადა დევი ტაბიძემ.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"