შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ლუკა ბეჟანიშვილის განცხადებით, „გაქცეულებს მანქანიდან ეძახდნენ და ვინც იპოვეს წამოიყვანეს“

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ლუკა ბეჟანიშვილის განცხადებით, მას შემთხვევის დღეს წვეულების მონაწილე ვახტანგ ახვლედიანმა დაურეკა და ადგილიდან წამოყვანა სთხოვა.

„ვახტანგ ახვლედიანმა დამირეკა და მითხრა, ნაცემი ვარო, ჩამოდი და წამიყვანეო. მე ჩავედი და ვუთხარი ჩვენ უბნელს, რომელიც „ტაქსისტია“ და ვთხოვე, რომ ჩამოეყვანა ვახო. ახვლედიანი იყო დამალული და არ იცოდა შაქარაშვილი გაუჩინარდა თუ არა,“ - აღნიშნა ლუკა ბეჟანიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ვახტანგ ახვლედიანი ბოლო ადამიანი, რომელმაც დაინახა, როგორ მისდევდა შაქარაშვილს რამდენიმე პირი, ბეჟანიშვილმა განაცხადა, რომ ეს პირები „სხვებსაც მისდევდნენ, მაგრამ ისინი არ გაუჩინარებულან.“

მისივე თქმით, ადგილზე 3 მანქანა იმიტომ მივიდა, რომ მათ 6 ადამიანი - გიორგი შაქარაშვილი, კოკო ღიბრაძე, იაკობ ბრეგვაძე, გიორგი ქათამაძე, ვახტანგ ახვლედიანი და გური ამირხანაშვილი უნდა წამოეყვანათ.

„6 კაცი იყო და წასვლას ელოდებოდნენ, ლისზე უნდა ამოსულიყვნენ. სამი მანქანაც იმიტომ არის წასული და ერთში იჯდა მხოლოდ 4 კაცი - კოკო და გუგა წაყვნენ, რომ ადგილი ეჩვენებინათ და დანარჩენი 2 მანქანა, იმიტომ, რომ ეს 6 კაცი ჩატეულიყო შიგნით. ისეთი სიტუაცია არ იყო, რომ 3 საათით დამდგარიყვნენ და ეძებათ, იქ კიდევ რამე რომ მომხდარიყო, ყველანი „შარში უნდა გახვეულიყვნენ“. როგორც შეძლეს, მანქანიდან ეძახდნენ, ვინც იპოვეს წამოიყვანეს, ვისთანაც ტელეფონით ჰქონდათ კომუნიკაცია, დანარჩენებს ტელეფონი არ ჰქონდათ და ვერ მიაგნეს,“ - განაცხადა ლუკა ბეჟანიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს