პრემიერი - ლუგარის ლაბორატორიის კარი ყველასთვის ღიაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მისი ფუქცია იმ გამარჯვებაში, რომელიც საქართველოს ვირუსის რისკების მართვის მიმართულებით აქვს. ასე გამეხმაურა მთავრობის მეთაური ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას.

„ლუგარის ლაბორატორია არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ეპიდემიასა და პანდემიას ვებრძვით. მერწმუნეთ, რომ ის ფუნქცია, რომელსაც დღეს ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებასა და წარმატებში, რომელიც ჩვენ ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკების მართვაში. არანაირი წინააღმდეგობა, მე როგორც ვიცი, არა გვაქვს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველასთვის ღიაა ლუგარის კარი, ერთობლივად გუნდურად ყველამ ერთად რომ ნახოს რა ხდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზად ღამურების მოძებნასა და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა