შსს-ში შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გაბეჩავას ადვოკატის ლიკა ბითაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სოციალური ქსელი შეამოწმეს. მისივე თქმით, გამოძიების მხრიდან, წვეულების ორგანიზატორის, ანა გაბეჩავას მიმართ კითხვები ამ ეტაპზე არ დასმულა.

„რა კითხვებზე მოუწია ანა გაბეჩავას პასუხების გაცემა - ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ გიპასუხებთ. უბრალოდ, გეტყვით, რომ დამატებითი გამოკითხვა ამ ეტაპზე არ ჩატარებულა.სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარდა სოციალური ქსელის შემოწმება, თავიდან ბოლომდე დათვალიერება. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს იყო. კითხვები არ დასმულა არაფერი,“ - აცხადებს ადვოკატი.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ანა გაბეჩავას ამ საქმის სხვა ფიგურანტებთან მიმოწერა, ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ისაუბრებს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

იხილეთ ვიდეო:"ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს" - რას ამბობს ანი გაბეჩავა მას შემდეგ, რაც შსს-ს შენობა დატოვა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა