მაია ცქიტიშვილი - „ოცნებას" მაღალი რეიტინგი აქვს და ეს იმის ანარეკლია, თუ როგორ მართავდა და მართავს ხელისუფლება კრიზისს

„ხელისუფლების რეიტინგი ყველაზე კარგად ჩანს არჩევნებზე. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა კვლევებს ვენდობოდეთ ან არა და ბევრი ასეთი კვლევა ვიხილეთ, რომელიც მერე არ აისახებოდა არჩევნების შედეგებზე. უკვე რამდენიმე არჩევნებია, რაც ჩვენ არჩევნებით ვადასტურებთ იმას, რომ მაღალი რეიტინგი გვაქვს", -ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ,,ქართული ოცნების" მაღალი რეიტინგი იმის ანარეკლიცაა, თუ როგორ მართავდა და მართავს ხელისუფლება პანდემიით გამოწვეულ კრიზისს.

,,მთელ მსოფლიოში პანდემია უარყოფითად აისახა ადამიანებზე. საგანგებო ვითარების გამო გაჩერდა ბიზნესები და საქართველო არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ჩვენს დიდ პარტნიორ ქვეყნებს აქვთ უარყოფითი ეკონომიკური ზრდა და დიდ ძალისხმევას წევენ იმისთვის რომ კოვიდით გამოწვეული ზიანი დაუკომპენსირონ თავიანთ მოქალაქეებს. ,,ქართულ ოცნებას" მაღალი რეიტინგი აქვს და ეს რეიტინგი არის იმის ანარეკლი თუ როგორ მართავდა და როგორ მართავს დღესაც ხელისუფლება კრიზისს და მათ შორის არა მარტო ეპიდემიოლოგიურ ნაწილს, არამედ ეკონომიკურ გამოწვევებსაც. საგანგებო მდგომარეობის დაწყებიდანვე დავიწყეთ დახმარების პაკეტების გაცემა, ყველა ჯგუფზე, რომელიც დაზიანდა კოვიდის შედეგად და სამნახევარი მილიარდი ლარის დახმარების პაკეტი არის უკვე გაცემული. ინტენსიურად ვმუშაობთ და შევძლებთ დავუმტკიცოთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ მის ნდობას ვიმსახურებთ",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაჟორიტარების სიაში იქნებიან როგორც ნაცნობი, ისე ახალი სახეები.

,,პირველ რიგში, ყველა ამ ადამიანს აერთიანებს ის, რომ არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები, აქვთ სურვილი, შესაძლებლობა და პატრიოტიზმი, რომ ემსახურონ თავის ქვეყანას, სწორედ ამით არის გამორჩეული ეს სია დაველოდოთ ორშაბათს, როდესაც გვექნება პრეზენტაცია",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“