ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებები კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივეს

ბრიუსელში, ორდღიანი დატვირთული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული მასშტაბური სტიმულირების ფონდის შექმნის თაობაზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, თუმცა სამიტი კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივეს, რომ აზრთა სხვადასხვაობა გადალახონ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, ეკონომიკის აღდგენის ფონდის შეთანხმების თაობაზე ევროკავშირის სამიტზე კომპრომისისთვის მზადყოფნა არსებობს, თუმცა ეს „არ უნდა მოხდეს ევრობლოკის ამბიციების ფასად“.

„კომპრომისისთვის მზადყოფნამ არ უნდა გადაგვახვევინოს ლეგიტიმური მისწრაფებებიდან, რაც საჭიროა. მომდევნო საათებში ვნახავთ, არის თუ არა ეს ორი რამ თავსებადი. საქმე არ ეხება პრინციპებს, არამედ ეხება იმ არაორდინალურ ჯანდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს, რომლის წინაშეც ვდგავართ. ჩვენ გვჭირდება ევროპული ერთიანობა“, - განაცხადა მაკრონმა.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით კი, კორონავირუსის კრიზისით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების გეგმის თაობაზე შეთანხმებას ევროკავშირის ლიდერებმა შეიძლება, კვირასაც ვერ მიაღწიონ.

„ჯერ კიდევ არ შემიძლია თქმა, ვიპოვით თუ არა გამოსავალს. არსებობს დიდი მოწადინება, მაგრამ ამავე დროს არსებობს ბევრი პოზიციაც. მე ძალისხმევას არ დავიშურებ, მაგრამ შესაძლებელია შედეგი არ იყოს“, - განაცხადა მერკელმა ბრიუსელში მოლაპარაკებების მესამე დღეს.

კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართული 750 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნასა და 1.85 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტზე ბრიუსელში მოლაპარაკებები 17 ივლისს დაიწყო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ 27 ევროპული სახელმწიფოს მონაწილეობით სამიტი 17 და 18 ივლისს ჩატარდებოდა, თუმცა რადგან მოლაპარაკებებზე შეთანხმება ვერ მოხდა, ის კიდევ ერთი დღით - 19 ივლისსაც გახანგრძლივდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო