ემანუელ მაკრონი - ევროკავშირმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, შეგვიძლია, ლეგიტიმურად ვიზეიმოთ

ევროკავშირმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც ბლოკის განკარგულებაში აქცევს საერთო ფინანსურ რესურსებს, რომლებიც საჭიროა კოვიდ 19-ის კრიზისის გამოწვევებთან გასამკლავებლად, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე შეთანხმების მიღწევა გრძელი და რთული მოლაპარაკებების შედეგად მოხდა.

„არ არსებობს სრულყოფილი მსოფლიო, მაგრამ ჩვენ ამ კუთხით პროგრესს მივაღწიეთ. ვფიქრობ, შეგვიძლია, ლეგიტიმურად ვიზეიმოთ,“- განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, ოთხდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება ითვალისწინებს ბლოკის მიერ 750 მილიარდი ევროს გამოყოფას, რომელიც წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება. გადაუდებელი დახმარების ფონდის ფარგლებში 390 მილიარდი ევრო გრანტის - 360 მილიარდი კი - დაბალპროცენტიანი სესხის სახით გაიცემა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ